
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
05/04/2022 05:44:32 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრები ამჯერად სოფელ ადიგენში, იმერთუბანში, გორგულში, იჯარეთში, საღრძეში, სოფელ აბასთუმანში, ვარხანსა და ფარეხაში გაიმართა, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია:
• სასმელი წყლის სისტემები;
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• გზები;
• გარე და შიდა განათება;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• სასაფლაოს შემოღობვა;
• მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
• საბავშვო ატრაქციონის მოწყობა;
• მინი სტადიონის მოწყობა;
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. 2022 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ეტაპობრივად, გაიმართა.