
ამინდის 5-6 აპრილის პროგნოზი
05/04/2022 03:45:24 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტენსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა, საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.