"მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს"
05/04/2022 03:32:44 მსოფლიო
შეერთებული შტატები მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
"ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით სანქციებზე განცხადებას. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში ვართ იმაზე, თუ რა იქნება ზუსტი პარამეტრები, მაგრამ დიახ, ამ კვირაში გამოვაცხადებთ დამატებით ეკონომიკურ ზეწოლას",-განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესა.


