Accentnews.ge
მედია – საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს

მედია – საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს

04/04/2022 20:14:30 მსოფლიო

გერმანიის შემდეგ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება საფრანგეთმაც მიიღო. სააგენტო „ფრანს პრესი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს.

„მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

​ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ გერმანიამ ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატი გააძევა.

დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.

ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S