მედია – გერმანიამ ქვეყნიდან 40 რუსი დიპლომატი გააძევა
04/04/2022 17:05:49 მსოფლიო
ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ გერმანიამ ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატი გააძევა..
ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".


