Accentnews.ge
უკრაინის გენპროკურორი: "ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა"

უკრაინის გენპროკურორი: "ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა"

04/04/2022 16:21:26 მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა.

"ბოროდიანკაში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მხრივ", – განაცხადა ვენედიქტოვამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი გათავისუფლდა, ინფორმაციას ამუშავებენ ირპენში, ბუჩასა და ვორცელში არსებულ ვითარებაზე.

დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.

ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S