Accentnews.ge
უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელების მემორიალი დააზიანეს

უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელების მემორიალი დააზიანეს

16/09/2019 05:48:35 სხვა, მსოფლიო

უკრაინაში, სოფელ ბოგდანოვკაში მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მასობრივი მკვლელობის ადგილი, სადაც 54 ათასამდე ებრაელი მოკლეს, დაუდგენელმა პირებმა შეურაცხყვეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ებრაული კომიტეტის დირექტორმა ედუარდ დოლინსკიმ დაწერა. ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

მისი თქმით, დანაშაულის ადგილზე უცნობებმა დატოვეს წარწერა, რომელშიც მოხსენიებული არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ქვეყნის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ევგენია ჩერვონენკო და თავად დოლინსკი.

დოლინსკის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მემორიალზე ნაკაწრებია გაკეთებული და რამდენიმე სვასტიკაა ამოტვიფრული. ანტისემიტური და შეურაცხმყოფლური წარწერა შეიცავს მუქარას, რომ უკრაინული მიწის გაყიდვა "მეორე ჰოლოკოსტს" გამოიწვევს. 

უკრაინაში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმებას ითვალისწინებს.


 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S