
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში – ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
16/09/2019 05:23:41 სხვა, მსოფლიო
საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე გავრცელებული ძლიერი ხანძრის გამო ორი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ცეცხლი სახლებთან ახლოს არის და ინციდენტების პრევენციის მიზნით, სოფლებიდან 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი გამოიყვანეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კუნძულზე გაჩენილ ხანძარს ძლიერი ქარი აძლიერებს. სტიქიას 100-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ოპერაციაში ასევე ჩართულია ორი ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი.
ზაკინტოსი ათენის დასავლეთით, 300 კილომეტრში მდებარეობს.