Accentnews.ge
"თუ ჩვენ ბუჩაში მომხდარს ცივილიზებული გზით არ გადავწყვეტთ, უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს არაცივილიზებულ გზით"

"თუ ჩვენ ბუჩაში მომხდარს ცივილიზებული გზით არ გადავწყვეტთ, უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს არაცივილიზებულ გზით"

04/04/2022 14:20:38 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ ქვეყანა არ გაჩერდება, ვიდრე ბუჩაში ჩადენილ მკვლელობებზე დამნაშავეები პასუხს არ აგებენ.

"ჩვენ გვსურს, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რა მოხდა აქ. რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა ბუჩაში. რა გააკეთა რუსეთის ფედერაციამ მშვიდობიან უკრაინაში. დახოცილია მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ ერთი წუთითაც კი, რათა მოვძებნოთ ყველა კრიმინალი და ვფიქრობ, ეს ცივილიზაციას სარგებელს მოუტანს. თუ ჩვენ მომხდარს ცივილიზებული გზით არ გადავწყვეტთ, უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს არაცივილიზებულ გზით", – განუცხადა ბუჩაში მყოფმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ შექმნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინასთან, რათა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.

ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S