Accentnews.ge
"ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ კონტრაბანდული იარაღის გადატანას" - უკრაინის ვიცე-პრემიერი

"ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ კონტრაბანდული იარაღის გადატანას" - უკრაინის ვიცე-პრემიერი

04/04/2022 12:45:44 ევროპა, პოლიტიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერი და შერიგების მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია სამხედრო ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა „ფორმულას“ ეთერში და დასძინა:

„მე, როგორც ვიცე–პრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსეთი ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S