ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა
04/04/2022 12:27:07 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა.
პრეზიდენტი ადგილობრივებს გაესაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, "რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი".
BBC-ს ჟურალისტის კითხვაზე, ისევ შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მშვიდობის საკითხის განხილვა, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ ევროპაში ვართ, 21-ე საუკუნეში. გავაგრძელებთ ძალისხმევას დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით".
ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".


