Accentnews.ge
იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

04/04/2022 12:20:21 ევროპა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შემდეგ, იტალია მხარს დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ,– ამის შესახებ მან ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის შესახებ სანქციებს“, - თქვა მან.

იტალიის ბაზარი ბუნებრივი აირის 40%-ით რუსეთიდან მარაგდება, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების დივერსიფიკაციას. ამ თემაზე მას აზერბაიჯანთანაც ჰქონდა კომუნიკაცია.

ბუჩაში განხორციელებული სისასტიკის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდისა და რუსული ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას განიხილავენ, მათ შორის რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას, თუმცა, როგორც ცნობილია, რუსული ენერგიის იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ერთიანობა არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S