Accentnews.ge
რუსეთი ბუჩაში მისი ჯარისკაცების სისასტიკეს „ფეიკს“ უწოდეს

რუსეთი ბუჩაში მისი ჯარისკაცების სისასტიკეს „ფეიკს“ უწოდეს

04/04/2022 11:46:46 ევროპა

მიუხედავად მტკიცებულებისა, კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტრადიციულად „ინსცენირებულს“ და „ფეიკს“ უწოდებენ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ გენოციდს.

„ვითარება ბუჩაში ინსცენირებულია, რომელსაც სოციალურ ქსელში უკრაინა და დასავლეთი აღვივებენ“, - განაცადა ლავროვმა.

ხოლო დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „ბუჩაში სამოქალაქო პირების დახოცვის შესახებ ინფორმაცია სერიოზულ ეჭვებს უნდა დაექვემდებაროს, რადგან ვიდეოთაღლითობისა და სხვა ფიეკიების ნიშნებს შეიცავს“.

ბუჩის მოვლენებზე რუსეთი 4 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. რუსმა დიპლომატმა „უკრაინელი რადიკალების აღმაშფოთებელი პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის არმიის მიერ კიევის გარეუბანში ჩადენილი მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მხრივ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, BBC-ს ცნობით ზელენსკი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლოებას და ის ტერიტორია დაათვალიერა სადაც მანამდე რუსული კოლონა იდგა. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S