
თურქეთის საზღვართან ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი
16/09/2019 05:07:04 სხვა, მსოფლიო
სირიის ქალაქ ალ-რაის საავადმყოფოსთან ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა. იტყობინება Reuters-ი საავადმყოფოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აფეთქებამ ასევე დააზიანა საავადმყოფოს შენობა, აღნიშნავს სირიის ჩრდილოდასავლეთით მდებარე, ამბოხებულების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის საბჭო.
თურქული მედიის ცნობით კი, სასაზღვრო ზოლთან თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.