Accentnews.ge
NATO-ს ოთხი ქვეყანა რუსეთსა და ბელარუსს სატრანსპორტო ბლოკადას უმზადებს - უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო

NATO-ს ოთხი ქვეყანა რუსეთსა და ბელარუსს სატრანსპორტო ბლოკადას უმზადებს - უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო

04/04/2022 10:28:46 ევროპა

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უახლოეს 48-72 საათში რუსეთისა და ბელორუსის სატრანსპორტო ბლოკადის პროცესს ამზადებენ,– იუწყება უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი.

„გასულ კვირას ოფიციალურად მივმართეთ კოლეგებს თხოვნით, შეწყვიტონ ნებისმიერი საგზაო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან. მადლობა ამ ქვეყნების ტრანსპორტის ყველა მინისტრს. რეაქცია მყისიერია. ველოდებით ფინალურ შედეგს", - ამბობს მინისტრი.

მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრები მთლიანად ჩაიკეტება, რაც გულისხმობს იმას, რომ სატრანსპორტო კომუნიკაცია, მათ შორის გადაზიდვები შეუძლებელი გახდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე ტვირთების მონიტორინგი გაამკაცრა, რათა ბელარუში ორმაგი დანიშნულების ტვირთი არ მოხვდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S