„ბიჭებო, გაკვირდებით“ – როგოზინმა NATO–ს დაბადების დღე მუქარით მიულოცა
04/04/2022 10:14:16 მსოფლიო
როსკოსმოსის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა ნატოს დაარსების დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ალიანსი არის "მშვიდობის მთავარი საფრთხე", ხოლო მისი წევრებს მოუწოდა, ახსოვდეთ, რომ "რუსეთი მათ კოსმოსიდან უყურებს".
„ამ დღეს, 1949 წლის 4 აპრილს, თორმეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, აშშ, საფრანგეთი) ხელი მოაწერეს ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულებას. ასე დაიბადა ნატო - მთავარი საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, რომელმაც გადაიტანა მეორე მსოფლიო ომს.
მინდა, რომ ჩემი ძველი ნაცნობები, რომლებიც ბრიუსელში მუშაობენ, განსაკუთრებით სტოლტენბერგი, ნატო–ს დაბადების დღეს აღფრთოვანდნენ თავიანთი ოფისების როსკოსმოსის სატელიტური აპარატის გამოყენებით გადაღებული ფოტოებით. ბიჭებო, გაკვირდებით. გაივალისწინეთ“,– წერს როგოზინი.
პოსტს თან ერთვის ალიანსის შტაბ-ბინის სავარაუდო სატელიტური ფოტო.



