Accentnews.ge
პოლონეთის პრემიერი: "ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გერმანია უწევს"

პოლონეთის პრემიერი: "ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გერმანია უწევს"

04/04/2022 08:35:30 მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, "ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გერმანია უწევს".

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, უნგრეთის პრემიერ–მინისტრად ვიქტორ ორბანის​ ზედიზედ, მეოთხე ჯერზე გამარჯვების შესაძლო შედეგებზე. აღნიშნულის საპასუხოდ მორავიეცკიმ განაცხადა:

"მიუხედავად იმისა, თუ როგორი მიდგომა გვაქვს უნგრეთის მიმართ, ეს არის მეოთხე ასეთი გამარჯვება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ არჩევნებს... ეს არის გერმანია, რომელიც არის სანქციების მთავარი მოწინააღმდეგე. უნგრეთი მხარს უჭერს სანქციებს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

აღსანიშნავია, რომ ორბანმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ვეტო ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული არც ერთი სანქციისთვის არ დაუდია. თავად უნგრეთმა კი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ასევე რუსულ ნავთობსა და გაზზე შეზღუდვებზე უარი განაცხადა. ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. იგი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობას სამართლიანსა და დაბალანსებულს უწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S