Accentnews.ge
„რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულები გადაისროლა“– ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

„რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულები გადაისროლა“– ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

04/04/2022 08:17:50 ევროპა

რუსეთი აგრძელებს ძალების კონსოლიდაციას დონბასზე თავდასხმისთვის და ზონაში „ვაგნერის“ დაქირავებულთა განლაგებას ზონაში,– ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 4 აპრილს მიმოხილვაში.

"რუსული ძალები აგრძელებენ კონსოლიდაციას და რეორგანიზაციას აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასზე თავდასხმისთვის. რუსული ჯარები, მათ შორის რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები გადაისროლეს რაიონში", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ მარიუპოლი მთავარი სამიზნეა, რადგან ყირიმის სახმელეთო დერეფანი უზრუნველყოფს მასზე კონტროლს.

ამასთან, აშშ–ის სახელმწიფო მდგივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ხელში ჩაგდების მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმია დასუსტებულია, ომი გრძელდება, რასაც სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, ამიტომ სანქციები უნდა შენარჩუნდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S