
ომის 39–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
04/04/2022 06:45:04 ევროპა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიამ დაკარგა 330 საარტილერიო სისტემა, 647 ტანკი და ასზე მეტი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები ომის 39–ე დღეს ასე გამოიყურება:
- პერსონალი - დაახლოებით 18300 ადამიანი,
- ტანკები - 647 ერთეული,
- ჯავშანტექნიკა - 1844 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები - 330 ერთეული,
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 107 ერთეული,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 54 ერთეული,
- თვითმფრინავი - 147 ერთეული,
- ვერტმფრენები - 134 ერთეული,
- საავტომობილო აღჭურვილობა - 1273 ერთეული,
- გემები / ნავები - 7 ერთეული,
- ავზები - 76,
- უპილოტო საფრენი აპარატი- 92,
- სპეციალური აღჭურვილობა - 25.
- ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა - 4.
იხილეთ ასევე: რუსი სამხედრო ექსპერტი: „5–6 წელია საჭირო, რომ რუსული შეიარაღებული ძალები როგორღაც მოიყვანონ ფორმაში“