Accentnews.ge
დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება

04/04/2022 07:04:48 პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

იქამდე, 2012 წელს ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა. 2015 წელს საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. 2016-2018 წლებში ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S