Accentnews.ge
ზელენსკიმ „გრემის“ დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა: "შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით"

ზელენსკიმ „გრემის“ დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა: "შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით"

04/04/2022 06:20:56 მსოფლიო

"შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით", – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გრემის“ დაჯილდოების მონაწილეებს.

"ჩვენი შვილები ჩამოვარდნილი ვარსკვლავების ნაცვლად მფრინავ რაკეტებს ხატავენ. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 დაიღუპა, რომელთა ნახატებს ვეღარასდროს ვიხილავთ. ჩვენი მშობლები ბედნიერი არიან, რომ ბომბებისგან თავშესაფარში იღვიძებენ, რადგან გადარჩნენ. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას - ვინ გადარჩება და ვინ დარჩება სამუდამო სიჩუმეში. ჩვენს მუსიკოსებს კოსტიუმების ნაცვლად სამხედრო აღჭურვილობა აცვიათ. ისინი დაჭრილთათვის საავადმყოფოებში მღერიან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რომ ვიცხოვროთ, რომ გვიყვარდეს, ხმა რომ გვქონდეს. ჩვენს მიწაზე რუსეთს ვებრძვით, რომელიც თავისი ბომბებით საზარელ სიჩუმეს აყენებს. მკვდარ სიჩუმეს. შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით, რათა მოყვეთ ჩვენი ამბავი. მოყევით სიმართლე ომის შესახებ თქვენს სოციალურ ქსელებზე, ტელევიზორში. მხარი დაგვიჭირეთ რა ფორმითაც შეგიძლიათ, თუმცა არ იყოთ ჩუმად. შემდეგ კი მშვიდობა დაისადგურებს - ჩვენს ყველა ომისგან განადგურებულ ქალაქში: ჩერნიგოვში, ხარკოვში, ვოლნოვახაში, მარიუპოლსა და სხვებში… ისინი უკვე ლეგენდად იქცნენ, თუმცა ვვოცნებობ, რომ ისევ გამოცოცხლდებიან და იქნებიან თავისუფლები. ისეთივე თავისუფლები, როგორებიც თქვენ ხართ "გრემის" სცენაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S