ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა
04/04/2022 05:43:00 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. იგი ხელისუფლებაში ზედიზედ მე-4 ვადით იქნება. ამ დროისთვის ხმების 71%-ია დათვლილი, ორბანის პარტია "Fidesz" 60%-ით ლიდერობს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე 6 პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსია.
ოპოზიციის ლიდერი 49 წლის კონსერვატიული პარტიის წევრი პიტერ მარკი-ზაია. მისი კამპანია მთლიანად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის გაკეთების კონცეფციას ეყრდნობა. მისი თქმით, ორბანმა რუსეთი აირჩია, რაც დემოკრატიულ უფლებებს ძირს უთხრის და ცენტრალური ევროპის ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს, უნგრეთის ადგილი კი ევროკავშირშია
თავის მხრივ, ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. იგი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობას სამართლიანსა და დაბალანსებულს უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ორბანმა დაგმო რუსეთის შეჭრა და ვეტო ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული არცერთი სანქციისთვის არ დაუდია. თავად უნგრეთმა კი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რუსულ ნავთობსა და გაზზე შეზღუდვებზე უარი თქვა.


