Accentnews.ge
კადიროვმა პესკოვი გააკრიტიკა

კადიროვმა პესკოვი გააკრიტიკა

04/04/2022 05:11:16 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დიმიტრი პესკოვი გააკრიტიკა. როგორც კადიროვი აცხადებს, მას პესკოვმა გენერალ-ლეიტენატის წოდების მინიჭება არ მიულოცა, ხოლო რუსეთის სახელმწიფო "პირველი არხის" წამყვან ივან ურგანტს “ნამდვილი პატრიოტი” უწოდა.

„არ ვიცოდი, რომ თურმე, ქვეყნის პატრიოტი რომ გახდე, უნდა გააკრიტიკო რუსეთის ქმედება, წახვიდე საზღვარგარეთ, თანაც ხმამღლა და პათეტიკურად, შექმნა ხმაური შენს გარშემო და შემდეგ, როცა პოლიტიკური ტემპერატურა დაეცემა, დაბრუნდე, ვითომ აქ არაფერი“- განაცხადა კადიროვმა ივან ურგანტზე საუბრისას და დასძინა, რომ „პესკოვის პრიორიტეტები რაღაცნაირად უმწიფარია და საჭიროა რაღაც გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით“.

მანამდე, პესკოვმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც არ უჭერს მხარს რუსეთის არმიის ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ყველას, ვინც დატოვა რუსეთი, მოღალატეებსა და „მეხუთე კოლონას" ვერ უწოდებს. „ტელეწამყვანი ივან ურგენტი, დიდი პატრიორტია, კარგად ვიცნობ მას, შეიძლება, თავისი თვალსაზრისი ჰქონდეს, მაგრამ პატრიოტია. ის ხალხი, ვინც არა მხოლოდ ვერ გაიგო, ვინც არა მხოლოდ შეშინდა, არამედ ისინი, ვინც კიცხავს ხელისუფლებას, თავს ესხმის გმირ-სამხედროებს, აი, ესენი არიან სახელმწიფოს მტრები, მათ შევებრძოლებით!“, – განაცხადა პესკოვმა.

ივან ურგენტმა რუსეთი 24 თებერვალს ოჯახით დატოვა. იგი ისრაელში წავიდა და "ინსტაგრამით" დატოვა ასეთი შეტყობინება: „შიში და ტკივილი, არა ომს!“. პროგრამა „ვეჩერნი ურგენტი“ აღარ გადის ტელეეთერში, მაგრამ მისი დახურვის ცნობა არ დაადასტურა პრესსამსახურმა. მოგვიანებით ივან ურგენტმა დაწერა, რომ შვებულებით წავიდა და რუსეთში დაბრუნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S