Accentnews.ge
უკრაინელებმა პრიპიატის ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს

უკრაინელებმა პრიპიატის ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს

03/04/2022 10:40:26 მსოფლიო

უკრაინის არმიამ კიევის რეგიონში კონტროლი აღადგინა ქალაქ პრიპიატზე, ასევე მიაღწია ბელარუსის საზღვრის მონაკვეთთან.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალები ავრცელებს.

"დღეს, 3 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ პრიპიატზე და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ბელარუსის რესპუბლიკასთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად განთავისუფლდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S