Accentnews.ge
"მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, თუმცა ყირიმის საკითხზე პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება"

"მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, თუმცა ყირიმის საკითხზე პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება"

03/04/2022 06:53:54 მსოფლიო

უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით არახამია აცხადებს, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, თუმცა ყირიმის საკითხზე პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ შეთანხმების პროექტი სათანადოდაა მომზადებული, იმისათვის რომ 2 ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. არახამია ამბობს, რომ შეხვედრა დიდი ალბათობით სტამბოლში გაიმართება.

"ახლა მხარეებმა უნდა შეიმუშაონ ფინალური ვერსია არა თვითონ დოკუმენტის, არამედ უკვე შეთანხმებული საკითხების საბოლოო ვერსია და ასევე პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა მოამზადონ", - აცხადებს არახამია.

რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პოტენციურ გარანტორებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S