"მტერს დონბასის და უკრაინის სამხრეთ ნაწილის აღება სურს, ამ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია საკმარისი ანტისარაკეტო სისტემები"
03/04/2022 07:59:53 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს დონბასის და უკრაინის სამხრეთ ნაწილის აღება სურს.
როგორც მან აღნიშნა, დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის ჯერ კიდევ არ გაუგზავნიათ საკმარისი ანტისარაკეტო სისტემები.
„ჩვენ ვიცით, რომ მტერს აქვს რეზერვები აღმოსავლეთში ზეწოლის გასაძლიერებლად. სამწუხაროდ, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია საკმარისი ანტისარაკეტო სისტემები, თვითმფრინავები – არ მიუღია ის, რაც პარტნიორებს შეეძლოთ, მოეწოდებინათ. მათ ეს შეეძლოთ და დღემდე შეუძლიათ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები ამჟამად ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში გროვდებიან.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წინ მძიმე ბრძოლები ელის:
"ილუზია ნუ გვექნება, წინ მძიმე ბრძოლები გველის, ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, მათ შორის მარიუპოლში".
ცნობისთვის : რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


