Accentnews.ge
ენერგოდარში რუსულმა ძალებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყუმბარებით დაშალეს (ვიდეო)

ენერგოდარში რუსულმა ძალებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყუმბარებით დაშალეს (ვიდეო)

02/04/2022 15:34:05 მსოფლიო

ზაპორიჟიეს რეგიონში, ქალაქ ენერგოდარში რუსულმა ძალებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყუმბარებით დაშალეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს.

მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

ქალაქი რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული.

როგორც BBC იუწყება, დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კიდე ორ ქალაქში – ხერსონსა და მელიტოპოლში.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S