Accentnews.ge
თურქეთი მზად არის, უკრაინას მარიუპოლის მცხოვრებლების ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს

თურქეთი მზად არის, უკრაინას მარიუპოლის მცხოვრებლების ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს

02/04/2022 14:49:47 მსოფლიო

თურქეთი მზად არის, უკრაინას მარიუპოლის მცხოვრებლების ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, ანკარას შეუძლია, ამისთვის გემები გამოყოს.

"კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს ძალისხმევას რუსეთისა და უკრაინის შესაბამის სტრუქტურებთან", – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: მარიუპოლი რუსეთის ალყაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქში დაახლოებით 100 000 მოქალაქეა ჩარჩენილი, შენობების უმრავლესობა განადგურებულია, არის სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S