Accentnews.ge
სამირა ბაირამოვამ "ალტ-ინფოს" ოფისის კარზე ანწუხელიძის ფოტო და ანტირუსული წარწერები გამოაკრა

სამირა ბაირამოვამ "ალტ-ინფოს" ოფისის კარზე ანწუხელიძის ფოტო და ანტირუსული წარწერები გამოაკრა

02/04/2022 14:44:11 საზოგადოება

მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ "ალტ-ინფოს" ოფისს კარებსა და ფარნჯრებზე ანტირუსული წარწერები გამოაკრა, ასევე განათავსა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ფოტო, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს სასტიკად აწამეს და მოკლეს.

ოფისის კარებზე ასევე გამოკრულია წარწერები - "გვახსოვდეს აგვისტოს ომი", "რუსეთი ოკუპანტია" და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები.

"ერთმორწმუნე მამა რუსეთის და ჯვრის ქვეშ განხორციელებული ქმედებები", - ამბობს სამირა ბაირამოვა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მარნეულელი აქტივისტი პრორუსული ჯგუფის ოფისის გახსნას აპროტესტებს.

14 მარტს მან "ალტ-ინფოს" ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, რასაც პასუხად ენმ-ის ოფისის ფასადზე წითელი საღებავების მისხმა მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ბაირამოვა პარტიის წევრი არ არის.

ამასთან, ძალადობრივი პარტიის წარმომადგენლები ბაირამოვას "თავის მოჭრით" დაემუქრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის შემცველი ეპიზოდების გამოძიება სსკ-ის 151-ე(მუქარის) მუხლით აქვს დაწყებული.

ამავე დროს, ცნობილია, რომ პრორუსული პარტიის ოფისის ფანჯრებზე დროშების დახატვის შემდეგ შსს-მ ბაირამოვას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. აქტივისტს ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას ედავებოდნენ. მარნეულის სასამართლომ საქმე განიხილა და სიტყვიერი შენიშვნა მისცა აქტივისტს.

“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S