Accentnews.ge
ზელენსკი ბელგოროდში ნავთობბაზის დაბომბვაზე რუსეთის ბრალდებას პასუხობს

ზელენსკი ბელგოროდში ნავთობბაზის დაბომბვაზე რუსეთის ბრალდებას პასუხობს

02/04/2022 08:13:02 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის ბრალდებებს, რომლის თანახმად, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდში, ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა.

"ვწუხვარ, მაგრამ მე, როგორც მთავარსარდალი და სახელმწიფოს ლიდერი ჩემს არც ერთ ბრძანებას არ განვიხილავ. არის რაღაცები, რასაც მხოლოდ უკრაინის სამხედრო შეიარაღებულ ძალებს ვუზიარებ და მათ ვესაუბრები", – განუცხადა Fox News–ის ჟურნალისტს ზელენსკიმ.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, გასცა თუ არა მან შესაბამისი ბრძანება, ზელენსკიმ შემდეგი განაცხადა:

"თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ისინი [რუსი ჯარისკაცები] აყენებდნენ თავიანთ სასროლ სისტემებს და თვითონ ისროდნენ რაკეტებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: 1 აპრილს რუსულმა მხარემ ბელგოროდში, ნავთობბაზაზე ხანძრის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვმა აღნიშნა, რომ ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენის მიზეზი ორი უკრაინული ვერტმფრენის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S