Accentnews.ge
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, მაგრამ უნდა გამკაცრდეს"

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, მაგრამ უნდა გამკაცრდეს"

02/04/2022 07:45:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, მაგრამ უნდა გაძლიერდეს.

"სანქციები ნამდვილად მუშაობს და რუსეთს ნამდვილად ეშინია სანქციების. სანქციებს ისინი კომფორტის ზონიდან გამოჰყავს. ეს ანგრევს მათ ეკონომიკას. მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ როგორ მუშაობს სანქციები. ჩვენ ვაჩვენებთ და ვეუბნებით შეერთებულ შტატებსა და ევროპელ ლიდერებს, ყველამ ერთად და სწრაფად უნდა იმუშაოს. მათ უნდა ჰქონდეთ გავლენა ოლიგარქებზე, რუსეთის პრეზიდენტსა და ყველა პარტიაზე და ზოგადად ქვეყანაზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა, თუ აშშ-ს სურს წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S