Accentnews.ge
„კიდევ 30–მა ქვეყანამ გადაწყვიტა მარაგებიდან ნავთობის გამოტანა“ – ბაიდენი

„კიდევ 30–მა ქვეყანამ გადაწყვიტა მარაგებიდან ნავთობის გამოტანა“ – ბაიდენი

01/04/2022 18:09:46 მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, 30-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა კამპანიას ნავთობით ბაზრის გაჯერებისთვის, რათა ამ ენერგორესურსზე ფასის დაწევა მიიღწეს.

"მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორებთან და მოკავირეებთან ამ ნაბიჯის კოორდინაცია მოვახდინე. დღეს დილით 30-ზე მეტი ქვეყანა შეიკრიბა საგანგებო სხდომაზე და შეთანხმდნენ, რომ ბაზარზე ათობით მილიონი ბარელი ნავთობი გამოიტანონ", - თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, სხვადასხვა სახელმწიფოები მოქმედებენ ერთიანად, რათა რუსეთის ფედერაციას არ მისცენ შესაძლებლობა„ენერგორესურსები აქციოს იარაღად“ შეერთებული შტატების, ევროპის სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

ამასთან, ბაიდენმა აშშ-ის სტრატეგიული რეზერვიდან საწვავის ამჟამინდელ გამოტანას ყველაზე დიდი უწოდა ამერიკის ისტორიაში და დასძინა, რომ ადმინისტრაცია მუშაობს აშშ-ის ნავთობკომპანიებთან წარმოების გაზრდაზე.

მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სტრატეგიული რეზერვიდან ბაზარზე დღეში საშუალოდ 1 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიტანს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S