Accentnews.ge
შონ პენმა მსოფლიოს მილიარდერებს უკრაინისთვის გამანადგურებლების შეძენა სთხოვა

შონ პენმა მსოფლიოს მილიარდერებს უკრაინისთვის გამანადგურებლების შეძენა სთხოვა

01/04/2022 17:38:29 მსოფლიო

ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ამ თემაზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა, მსოფლიოს მილიარდერებს კიევისთვის 12 გამანადგურებელი თვითმფრინავის შეძენის თხოვნით მიმართა, რომლებიც ტექნიკური მახასიათებლებით რუსულ სამხედრო ავიაციას აღემატებიან.

პენი მილიარდერებს 300 მილიონი დოლარის დახარჯვას სთხოვს F-15 ან F-16–ისთვის.

ის ასევე ითხოვს 200 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის.

ამავდროულად, მსახიობი აღნიშნავს, რომ დამატებითი ხარჯები იქნება საჭირო ამ თვითმფრინავების მოვლა-პატრონობასა და შეკეთებისთვის, თუმცა პენი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი პილოტები მზად არიან, 3 კვირაში აითვისონ ახალი თვითმფრინავების მართვა.

31 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს–სამსახურმა Twitter-ზედაწერა, რომ უკრაინელი დამცველებისთვის ამჟამად უდიდეს საჭიროებას წარმოადგენს F-15 და F-16–ები, რომლებსაც აქვთ ტექნიკური უპირატესობა საბჭოთა თვითმფრინავებთან შედარებით.

სარდლობა დარწმუნებულია, რომ უკრაინელი პილოტები მზად არიან, თვითმფრინავის მართვას 2-3 კვირაში დაეუფლონ.

დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ვეტერანმა ენდი ნეზერვუდმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისას ვერ გაბედავდა დარწმუნებით თქმას, რომ უკრაინელი პილოტები მართვის 2–3 კვირაში ათვისებისთვის მზად არიან, თუმცა ის დღეს ის ამბობს, რომ „უკრაინის საჰაერო ძალების წარმატების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მათთვის შეუძლებელი არაფერია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S