Accentnews.ge
ევროკავშირის ლიდერებმა ჩინეთი გააფრთხილეს და ომის დასრულებაში დახმარებისკენ მოუწოდეს

ევროკავშირის ლიდერებმა ჩინეთი გააფრთხილეს და ომის დასრულებაში დახმარებისკენ მოუწოდეს

01/04/2022 16:30:28 ევროპა, მსოფლიო

ევროკავშირის ლიდერებმა ჩინეთის ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ ონლაინ სამიტზე პეკინს მოუწოდეს, დაეხმარონ უკრაინაში ომის დასრულებაში,– იუწყება Guardian.

როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სამიტი პრემიერ–მინისტრთან ლი კეჩიანგთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად ძალიან გულწრფელ ატმოსფეროში გაიმართა.

”დღევანდელი სამიტი, რა თქმა უნდა, არ იყო ჩვეულებრივი”, - თქვა მან და დასძინა, რომ ჩინეთს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს ”ძალიან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს”.

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, დაგვეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში. ჩინეთი ვერ დახუჭავს თვალს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე",– აღნიშნა პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

როგორც გაირკვა, საუბარი შეეხო სანქციებსაც.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩინეთი თუ მხარს არ უჭერს, არ ჩაერიოს ჩვენს სანქციებში. ეს სერიოზულად დააზარალებს ჩინეთის რეპუტაციას ევროპაში", - თქვა ფონ დერ ლაიენმა და გაიხსენა, რომ ჩინეთი და ევროკავშირი ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა თითქმის 2 მილიარდი ევროა, ჩინეთის და რუსეთის – 330 მილიონი ევრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S