
გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკის გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა – მედია
01/04/2022 16:12:25 ევროპა
გერმანიამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 56 საბრძოლო ტანკის გადაცემის საკითხს. ამის შესახებ CNN-ს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს გერმანული გამოცემა Spiegel–იც.
სამინისტროს მონაცემებით, Pbv 501 ტიპის ტანკები ე.წ. ცივი ომის პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიის არმიას ეკუთვნოდა, რომლებიც ჯერ შვედეთს, შემდეგ კი ჩეხეთს მიჰყიდა და მათ ახლა უკრაინას გადასცემენ.
ტელეკომპანიის ინფორამაციით, გერმანიის იარაღის შესახებ კანონის მიხედვით, უსაფრთხოების ფედერალურმა საბჭომ ნებისმიერ დროს უნდა დაამტკიცოს იარაღის ექსპორტი, რომელიც გერმანიაშია წარმოებული.