
მაკრონი მელიტოპოლის ტყვეობიდან გათავისუფლებულ მერს შეხვდა
01/04/2022 16:00:43 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერს ივან ფიოდოროვს შეხვდა.
„ვერავინ წარმოიდგენს, რა განიცადა მელიტოპოლის რუსული არმიის მიერ გატაცებულმა მერმა. ის ახლა ამაზე ღიად საუბრობს. მისმა ამბავმა მოგვნუსხა. აღფრთოვანება და თანადგომა გამოვუცხადე მას და უკრაინელ დეპუტატებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.
ფრანგული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ივან ფედოროვი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა ჟერარ ლარშემ მიიღო.
11 მარტს ივან ფედოროვის გატაცების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, დაეხმარონ მის განთავისუფლებაში.