Accentnews.ge
უკრაინამ 86 სამხედრო ტყვეობიდან დაიბრუნა

უკრაინამ 86 სამხედრო ტყვეობიდან დაიბრუნა

01/04/2022 15:44:32 ევროპა

უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიეს ოლქში სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლა განახორციელა.

„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ახლახან მოხდა ტყვეების გაცვლა. სახლში მოგვყავს 86 ჩვენი სამხედრო მოსამსახურე! მათ შორის 15 ქალი“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროები უკვე იმყოფებიან უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მანამდე 24 მარტს რუსეთმა და უკრაინამ მიმდინარე საომარი მოქმედებების განმავლობაში პირველად გაცვალეს ტყვეები, ჯამში - 40 ადამიანი. თავდაპირველად 10 უკრაინელი სამხედრო ტყვე 10 რუს სამხედრო ტყვეში გაიცვალა. პარალელურად მოხდა სამოქალაქო პირების გაცვლაც. კერძოდ, ლაპარაკია სამაშველო გემ „საპფირის“ 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ზმეინის კუნძულზე დაატყვევეს. ისინი იმ 11 რუს მეზღვაურში გაიცვალნენ, რომლებიც ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან ამოიყვანეს. ვერეშჩუკის თქმით, გაცვლის პირობებიდან გამომდინარე, უკრაინაში გადარჩენილი გემიც დაბრუნდება და შემდეგ თურქეთის პორტში გაემგზავრება.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა 1 აპრილს ზაპოროჟიეში თავის მხრივ უკრაინის მხარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S