
უკრაინის დაზვერვა: „ოკუპანტები გატაცებულ ბავშვებს სამხედრო კოლონებისთვის ფარად იყენებენ“
01/04/2022 15:32:04 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სამხედრო კოლონების მსვლელობისას უკრაინელ ბავშვებს ფარად იყენებენ.
მისივე ცნობით, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა სუმში, კიევსკაიაში, ჩერნიგოვში, ზაპოროჟიეში.
„ბევრი შემთხვევაა, როცა საოკუპაციო ძალები უკრაინელ ბავშვებს სამხედრო შეიარაღებისთვის ცოცხალ ფარს იყენებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ნოვი ბიკოვში (ჩერნიგოვის რეგიონი) რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი ბავშვები მძევლად აიყვანეს და სატვირთოებში ჩასვეს. ამ ქმედებების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ სამხედრო აღჭურვილობის კოლონას გადაადგილებაში ხელი არ შეეშლება", - ვკითხულობთ შეტყობინებაში.
ამასთან, როგორც აღინიშნა, მსგავსი ტაქტიკა ერთგვარი გარანტიაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მტრის გადაადგილების კოორდინატებს უკრაინის ძალებს არ გადასცემს.
შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ბავშვებისადმი არაადამიანი მოპყრობისა და ყველა ომის დანაშაულის შესახებ ცნობებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარუდგენენ.