Accentnews.ge
ჩეხეთის საგარეო უწყება რუს დიპლომატებს მოუწოდებს, „მიატოვონ ხომალდი, რომელიც იძირება“

ჩეხეთის საგარეო უწყება რუს დიპლომატებს მოუწოდებს, „მიატოვონ ხომალდი, რომელიც იძირება“

01/04/2022 14:27:31 მსოფლიო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსი დიპლომატებისადმი ღია წერილი, რომელშიც მათ უკრაინაში ომის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი დეპარტამენტის ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნდა, მისი ავთენტურობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ს დაუდასტურა.

"ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, მოქმედებს თუ არა პოლიტიკური ელიტა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ბევრ თქვენგანს ნამდვილად აქვს გაცნობიერებული, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ მოგატყუათ უკრაინის ომთან დაკავშირებით", - წერენ ჩეხი დიპლომატები მიმართვაში, რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგები - მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, ქალაქების "აპოკალიფსური" განადგურება.

ავტორების აზრით, მიმდინარე მოვლენების შედეგად, რუსეთს თავისი ხელისუფლების, წერილის მიხედვით, "გერონტოკრატიად გადაქცეული კორუმპირებული ელიტის" ხელში, "წარსულის სიბნელეში მკვეთრი ჩავარდნის" მოლოდინი აქვს." საბოლოო ჯამში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ლიდერები ომის დანაშაულებზე პასუხს აგებენ. წერილის ავტორები თავიანთ რუს კოლეგებს "ევედრებიან", დატოვონ "ბოროტების თანამზრახველთა" წრე და "დატოვონ ჩაძირული გემი, რომელიც მხოლოდ თავისუფლებისმოყვარე ადამიანების რისხვას იზიდავს მთელ მსოფლიოში."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრაღაში რუსეთის საელჩოს მხრიდან ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილზე ამ დრომდე რეაქცია არ ყოფილა. ჩეხეთი აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის შეიარაღებულ ინტერვენციას უკრაინაში. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ერთ-ერთი იყო იმ ევროპელ ლიდერთაგან, რომლებიც კიევში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ იმყოფებოდნენ. ქვეყანაში უკრაინასთან სოლიდარობის ათასობით აქცია მიმდინარეობს, დევნილების მხარდამჭერია სახელმწიფო და უამრავი მოხალისე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S