ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
01/04/2022 13:08:17 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0918 ლარი ეღირება, ევრო – 3.4195 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0629 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0896 ლარი ღირდა, ევრო – 3.4276 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0545 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


