Accentnews.ge
ესტონეთმა Yandex.Taxi აკრძალა

ესტონეთმა Yandex.Taxi აკრძალა

01/04/2022 13:03:42 მსოფლიო

ესტონეთის მთავრობამ სანქციები Yandex.Taxi-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომლებიც კომპანიას ქვეყანაში ოპერირებას უკრძალავს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განმარტა, რომ დამატებითი სანქციების დაწესება აუცილებელია ესტონეთის უსაფრთხოების დასაცავად.

"Yandex-ის აკრძალვა არის მკაფიო სიგნალი, რომ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან, ადგილი არ აქვთ ესტონეთში. ასევე, ჩვენ შევთავაზეთ ევროკავშირს სანქციების დაწესება Yandex-ის წინააღმდეგ",- განაცხადა კალასმა.

სანქციების შედეგად ტაქსის კომპანიებსა და მძღოლებს ეკრძალებათ Yandex ტაქსის აპლიკაციის საშუალებით გადაადგილება და შეკვეთების შესრულება.

სანქციების მიხედვით, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებმა ასევე უნდა შეზღუდონ წვდომა ტაქსებთან დაკავშირებულ ვებსაიტებზე, Yandex Go და Yandex Pro-ზე. ასევე, აპლიკაციებმა Google Play და App Store უნდა შეზღუდონ Yandex.Taxi-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და შეწყვიტონ მათი განახლებების შეთავაზება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S