Accentnews.ge
კულება: "ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ინფორმაციას, რომ ბელგოროდში ნავთობბაზაზე იერიშში უკრაინა იყო ჩართული"

კულება: "ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ინფორმაციას, რომ ბელგოროდში ნავთობბაზაზე იერიშში უკრაინა იყო ჩართული"

01/04/2022 11:49:10 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, მას არ შეუძლია, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბელგოროდში ნავთობბაზაზე იერიშში უკრაინა იყო ჩართული"

ჟურნალისტის შესაბამის კითხვას, კულებამ შემდეგი პასუხი გასცა:

"ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, იმიტომ, რომ არ ვფლობ სამხედრო ინფორმაციას".

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბელგოროდში ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძარი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კომფორტულ პირობებს არ ქმნის.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენის მიზეზი ორი უკრაინული ვერტმფრენის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S