Accentnews.ge
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში განახლდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში განახლდა

01/04/2022 11:09:15 მსოფლიო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების ჩართულობით“,- აღნიშნა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის: უკრაინული და რუსული დელეგაციები ბოლოს ერთმანეთს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის დოლბაჰჩეს სასახლეში პირისპირ 29 მარტს შეხვდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S