"წითელი ჯვარი" მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
01/04/2022 10:37:18 მსოფლიო
"წითელი ჯვარი" მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს .
"წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეთანხმებით განხორციელდება. გეგმაში ზუსტად იქნება გაწერილი, მარშრუტი, ევაკუაციის დაწყების დრო და მიმდინარეობის პერიოდი, რომელსაც ორივე მხარე უნდა დაეთანხმოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ევაკუაციის ოპერაციის განხორციელება. ამაზეა დამოკიდებული მარიუპოლში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე". - აცხადებს "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი.
ცნობისთვის: მარიუპოლი რუსეთის ალყაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქში დაახლოებით 100 000 მოქალაქეა ჩარჩენილი, შენობების უმრავლესობა განადგურებულია, არის სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტი.


