Accentnews.ge
დეპარდიე, რომელიც მანამდე აღფრთოვანებით საუბრობდა პუტინზე, კრემლის ლიდერს მწვავედ აკრიტიკებს

დეპარდიე, რომელიც მანამდე აღფრთოვანებით საუბრობდა პუტინზე, კრემლის ლიდერს მწვავედ აკრიტიკებს

01/04/2022 10:20:59 ევროპა

ული იყო ვლადიმერ პუტინით და 2013 წელს რუსეთის მოქალაქეც გახდა, ახლა რუსეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს,– წერს Le Figaro.

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ აღფრთოვანებული იყო ვლადიმერ პუტინით და 2013 წელს რუსეთის მოქალაქეც გახდა, ახლა რუსეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს,– წერს Le Figaro.

დეპარდიემ უკრაინაში რუსეთის შეჭრას პუტინის "გიჟური და მიუღებელი ექსცესი" უწოდა.

იმავდროულად ხაზი გაუსვა, რომ რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი მათი ლიდერების მიუღებელ ქმედებებზე.დეპარდიემ ასევე განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში პარიზში სამი კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელთა მხარდასაჭერად გასცემს.

2015 წელს უკრაინამ რუსეთის მოქალაქე დეპარდიე „შავ სიაში“ შეიყვანა მათ შორის მისი განცხადებების გამო, რომელშიც მსახიობი უარყო დამოუკიდებელი უკრაინის არსებობა. "მე მიყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია", - განაცხადა დეპარდიემ. მას არასდროს უარყვია ეს განცხადება და სიამოვნებით საუბრობდა პუტინთან მეგობრულ ურთიერთობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S