Accentnews.ge
"რუსეთს სარაკეტო კომპლექსები ბელარუსში, უკრაინის საზღვართან გადააქვს" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

"რუსეთს სარაკეტო კომპლექსები ბელარუსში, უკრაინის საზღვართან გადააქვს" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

01/04/2022 10:05:05 ევროპა

რუსეთს ბელარუსის ქალაქ გომელში გადააქვს სარაკეტო კომპლექსები, იუწყება უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით.

როგორც ანა მალიარმა, მედიას უთხრა, რუსეთი არ თმობს თავის გეგმებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიტაცების შესახებ:

„ის გადასწვდა ხარკოვის ოლქს და ცდილობს, თავისი პოზიციები განამტკიცოს, მოახდინოს გადაჯგუფება, გამაგრდეს.

ვაკვირდებით, როგორ მიემართება გომელის ოლქისკენ სარაკეტო კომპლექსები. ჩანს, მტერი ცდილობს, მათ იქ მოუყაროს თავი, რაც აშკარაა, უკავშირდება გეგმას, განახორციელოს სარაკეტო დარტყმები ან გამოიყენოს ისინი შანტაჟის და დაშინების იარაღად“,– ამბობს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ „ბელარუსის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის მიერ აქტიურად გამოიყენება აგრესიის განსახორციელებლად“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, რუსეთს თავისი გეგმებზე უარი არ უთქვამს, ჯარის კიევის და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაყვანა არ იყო ნებაყოფლობითი, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების შედეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S