Accentnews.ge
8 წლის ბავშვს, რომელსაც ტროტუარზე ავტომობილი დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

8 წლის ბავშვს, რომელსაც ტროტუარზე ავტომობილი დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

01/04/2022 06:31:09 საზოგადოება

8 წლის ბავშვს, რომელსაც გუშინ თბილისში ავტომობილი დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

"იმდენად სერიოზული იყო ფეხის დაზიანება, რომ მისი გადარჩენის თეორიული შანსიც არ იყო. ეს ეხებოდა როგორ სისხლძარღვების წყვეტას, ასევე კუნთოვანი მასის დიდი ნაწილის სრულ დაზიანებას. პაციენტი აყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მართვა გაგრძელდება იქ. რისკები ძალიან დიდია. სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, დაზიანების არე ასევე ძალიან დიდი იყო", - განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის: გუშინ თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.

მომხარდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S