"სომხეთი არასოდეს შეუწყობს ხელს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას"
01/04/2022 06:18:22 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკო ფაშინიანის განცხადებით, "ქვეყანა არასოდეს შეუწყობს ხელს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას".
„აშკარაა, რომ სომხეთი, რომელაც ორი წლის წინ დაზარალდა მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებული ტერორისტების ჩართვით, არასოდეს შეუწყობს ხელს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით“,-აცხადებს ფაშინიანი.
ამასთან, მან უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სომხეთმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად ავიაგამანადგურებლები გადასცა.
ფაშინიანის თქმით, ოთხ ავიაგამანადგურებელს, სომხეთში შეტანის დღიდან არ დაუტოვებია ქვეყნის ტერიტორია:
„აღმაშფოთებელი დეზინფორმაცია, თითქოს სომხეთმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად СУ-30СМ მიაწოდა, რომელიც აზერბაიჯანული საინფორმაციო წყაროების მიერ დასავლურ სამყაროში გავრცელდა, „ფეიკია".


