Accentnews.ge
ბელგოროდში საჰაერო იერიშის შედეგად ნავთობბაზა იწვის

ბელგოროდში საჰაერო იერიშის შედეგად ნავთობბაზა იწვის

01/04/2022 05:38:10 მსოფლიო

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ "უკრაინულმა ვერტმფრენებმა ქალაქში მდებარე ნავთობის ტერმინალზე მიიტანეს იერიში".

მისივე თქმით, ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და უკრაინის ტერიტორიიდან შევიდნენ რუსეთში. ინფორმაციას რუსულენოვანი „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, როგორ შეძლეს უკრაინულმა ვერტმფრნებმა რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდება, გუბერნატორს პასუხი არ აქვს. მისი ინფორმაციით, "ნავთობტერმინალზე იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა".

ბელგოროდში ნავთობტერმინალზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

გავრცელებული ცნობით, ნავთობის ტერმინალში ამჟამად ხანძარი მძვინვარებს. თვითმხილველების ნაწილი იუწყება, რომ ღამით გაიგეს აფეთქებების ხმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S