ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: "პუტინი ახლა იმ გალიაშია, რომელიც თავად გაიკეთა"
31/03/2022 19:35:58 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლა იმ გალიაშია, რომელიც თავად გაიკეთა".
მისი თქმით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში ომის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
"რუსული არმიის რეპუტაცია შეირყა. პუტინმა უნდა იცხოვროს არა მხოლოდ იმ შედეგებით, რასაც აკეთებს უკრაინაში, არამედ იმ შედეგებით, რაც მან გააკეთა საკუთარ ჯართან მიმართებაში", – განაცხადა უოლესმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნით გაააგრძელებს.
მისი თქმით, "საერთაშორისო მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი სამხედრო აღჭურვილობისა და ლეტალური დახმარების მიწოდებაზე".


